კელტური ენა, რომელზედაც ლაპარაკობდნენ ირლანდიაში, უხსოვარი დროიდან, იწოდებოდა “გაელიკურად” (Gaelic) ან “გოიდელიკურად”, რაც ნიშნავდა “ირლანდიელს”. ბრიტონული ენები წარმოადგენენ ამ ენის მონათესავე ენებს (ალფაბეტის უძველესი ნიმუშებია IV, V საუკუნის საფლავთა წარწერები).
V საუკუნეში კი აქ ვრცელდება ლათინური ალფაბეტი, რომის მისიონერების მიერ შემოტანილი. VIII, IX საუკუნეებიდან უკვე შემორჩენილია მანუსკრიპტები, რომელთა ენა მიღებულია ძველ ირლანდიურ ენად.
მიახლოებით დადგენილია 4 პერიოდი ირლანდიური ლიტერატურის განვითარებისა:
1. ადრინდელი პერიოდი, როდესაც ლიტერატურას ჰქმნიდა “ფილიდების” (ნათელმხილველების) ფენა, ხოლო მოგვიანებით სამღვდელოება და როდესაც ლიტერატურული ნაწარმოებები ინახებოდა მონასტრებში.
2. შუა პერიოდი, როდესაც მოქმედებდა უფრო ბარდების ტრადიცია, მემკვიდრეობის წესით გადმოცემული.
3. გვიანი პერიოდი (XII-XVII საუკ.), როდესაც ლიტერატურის შემქმნელნიც და პატრონებიც გაუჩინარდნენ და იგი გადაიქცა ხალხურ სიტყვიერებად; ეს გრძელდებოდა XVII საუკუნიდან XIX საუკ. დასასრულამდე.
4. ახალი პერიოდი XIX საუკუნიდან დღემდე.
1. ადრინდელი პერიოდი, როდესაც ლიტერატურას ჰქმნიდა “ფილიდების” (ნათელმხილველების) ფენა, ხოლო მოგვიანებით სამღვდელოება და როდესაც ლიტერატურული ნაწარმოებები ინახებოდა მონასტრებში.
2. შუა პერიოდი, როდესაც მოქმედებდა უფრო ბარდების ტრადიცია, მემკვიდრეობის წესით გადმოცემული.
3. გვიანი პერიოდი (XII-XVII საუკ.), როდესაც ლიტერატურის შემქმნელნიც და პატრონებიც გაუჩინარდნენ და იგი გადაიქცა ხალხურ სიტყვიერებად; ეს გრძელდებოდა XVII საუკუნიდან XIX საუკ. დასასრულამდე.
4. ახალი პერიოდი XIX საუკუნიდან დღემდე.
ირლანდიური ლიტერატურა ოდითგანვე არისტოკრატიული იყო; “ფილიდების” პერსონალური კლასი ჰქმნიდა და ინახავდა მას. ამ პრივიეგირებულ კასტას ეკუთვნებოდნენ აგრეთვე brithem-ები (მსაჯულნი), Senchaid-ები, (მემატიანენი) და drui-დრუიდები. შემდგომში დრუიდები შესცვალა ქრისტიანულმა სამღვდელოებამ, თუმც დრუიდები მაინც ფიგურირებენ გვიანდელ საგებშიც.
ადრინდელი ირლანდიული ეპოსი პროზაულია, თუმც ალაგ-ალაგ იგი შეიცავს უაღრესად ამაღლებული სტილით დაწერილ ლექსებს ან რიტორიულ პასაჟებს. ასეთ პასაჟებს ხშირას აქვთ დიალოგის ფორმა. სპეციალისტების აზრით, არის მსგავსება ამ ფორმასა და ადრინდელ სანსკრიტულ წყაროებს შორის, ასე რომ, ეს საერთოდ ინდო-ევროპული ტრადიციაა, სახელდობრ, კელტური. ამგვარი დამთხვევებისა და ზოგიერთი ლინგვისტური მონაცემების ბაზისზე აგებულია თეორია, რომ ადრინდელი ზეპირსიტყვიერი ტრადიციები საერთო იყო ამ ორ ხალხს შორის და რომ ეს ყოველივე შემორჩა ადრინდელ ირლანდიულ ეპოსს, რომელიც თავის მხრივ გამოძახილია უძვველესი კელტური თქმულებებისა და მითებისა.
ამავე საფუძველზე აღნიშნავენ ფრანგი მეცნიერები რამიდული ციკლის ნაციების კელტურ წარმოშობას, ვინაიდან კელტები, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენენ ძლიერ, გავრცელებულ ეროვნებას ადრეულ, წინაისტორიულ ხანაში*.
რაც შეხება წერილობით დოკუმენტებს, ისინი მხოლოდ შუა-ირლანდიური პერიოდით თარიღდებიან. ამგვარად, ჩვენამდე მოღწეულ საგებს ახასიათებთ რიტმული პროზა და უაღრესად ზეაწეული თხრობის ინტონაცია. დიდმნიშვნელოვანია მათ შორის ულადთა ანუ ულაიდთა ციკლი (Ulaid). ულადები ერქვა ტომს, რომელიც მკვიდრობდა თანამედროვე ოლსტერის პროვინციის ადგილას. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, როდესაც საგები ჩამოყალიბდნენ, ულადებს დაკარგული ჰქონდათ ძველი მნიშვნელობა, მაგრამ ფილიტები მაინც ნერგავდნენ ისეთ გმირების კულტს, როგორიც იყო კუხულაინდი ანუ კუხულაინი (Cu Chulain), კონხობარი და სხვ.
სპეციალისტებს შორის სადაოდ ქცეულა, არიან თუ არა საგებში მოხსენიებული პერსონაჟები ისტორიული პირები. ირლანდიული საგების რუსულად მთარგმნელისა და კომენტატორის ა. ა. სმირნოვის აზრით კუხულაინდის შესახებ მოთხრობილ ამბებს ისტორიული საფუძველი აქვთ, კერძოდ, ჩვენი ერის დასაწყისში მომხდარი ამბები. ამას ყოველივეს ამოწმებს აგრეთვე XIX საუკუნეში წარმოებული არქეოლოგიური გათხრები. ასე რომ, კუხულაინდის შესახებ თქმულებები უძველეს ირლანდიულ თქმულებებს უნდა მივაკუთვნოთ უფრო გვიანდელია ფინის, ანუ მაკფერსონისეული ფინგალის შესახებ არსებული საგმირო ციკლი, რომელიც დაახლოებით IX საუკუნეში ჩამოყალიბდა.
No comments:
Post a Comment